ნონა გაფრინდაშვილმა მესის კოპაზე გამარჯვება მიულოცა [PHOTO]

AutoSharing Option
20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქართული საჭადრაკო საზოგადოება ვერის ბაღში შეიკრიბა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ქართული სპორტის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა, არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის კოპა ამერიკაზე გამარჯვება ჭადრაკის დაფით მიულოცა, რომელზეც მოოქროვილი ფიგურებია.

Sportall.Ge

"ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება" - განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაისური ესპანურენოვანი წარწერით - "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!" გამოუგზავნა. ცნობილია, რომ ქალბატონი ნონა "ბარსელონასა" და მესის გულშემატკივარია.

"ბარსელონას"
ვარსკვლავმა არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ცოტა ხნის წინ, 11 ივლისს გაიმარჯვა, როცა ფინალში ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა (1:0).

წყარო: ტელეკომპანია "ფორმულა"

altლიონელ მესის საჩუქარი ქართული სპორტის ლეგენდას


მკითხველის კომენტარები / 7 /
ერის სიამაყე - 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი და 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი !!!!!!!!!!!!
ლია
21 ივლისი 2021 16:54
0
ნონა ლეგენდაა! ვფიქრობ მესისთვისაც ძვირფასი იქნება მისი საჩუქარი.
ჯუჯი
21 ივლისი 2021 14:59
0
რასაკვირველია მესისთვისაც ძვირფასი იქნება, ასეთი ლეგენდა ქალბატონის მიერ გაგზავნილი საჩუქარი.
ჯუჯის
21 ივლისი 2021 16:21
0
ნონა! ჯერ იმიტომ მიყვარს, რომ ღირსეული ქართველია, მერე იმიტომ,რომ ჭადრაკის ფენომენალური ტვინია და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონია! აი ასეთი პიროვნება, ქართველებმა, ხელის გულზე უნდა ვატაროთ! თანაც ბარსას და მესის დიდი გულშემატკივარიც ბრძანდება, ჩვენი ნონა!
თბილისელი, გიორგი.
21 ივლისი 2021 13:29
0
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონობის გარდა ნონა 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია :)
lia
21 ივლისი 2021 16:53
0
ჭადრაკის დედოფლის, ღირსეული საჩუქარი, ფეხბურთის ღირსეულ ვარსკვლავს! ვამაყობთ თქვენით!
ბარსა მესი
21 ივლისი 2021 12:25
0
ჩვენი სიამაყე და ლეგენდა ხართ, ქალბატონო ნონა! დიდ ხანს იცოცხლეთ ბედნიერად და ჯანმრთელად!
შაკო
21 ივლისი 2021 12:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული