სხვა

თხილამურებით სრიალი

ზამთრის ოლიმპიადა 2018: იასონ აბრამაშვილმა სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
22 თებერვალს პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ბოლო ქართველი სპორტსმენი იასონ აბრამაშვილი გავიდა.

აბრამაშვილმა სლალომში პირველ ცდაზე დისტანცია 52:69 წამში დაფარა და 35-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე დაშვებაზე შედეგი 7 ადგილით გააუმჯობესა და 55 წამში 29-ე ადგილი დაიკავა.

საბოლოო ჯამში, აბრამაშვილმა საერთო დროით 1:47:69 წუთში 28-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი სპორტსმენისთვის რიგით მეოთხე ზამთრის ოლიმპიადა იყო. მისი საუკეთესო შედეგი სლალომში სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა. მაშინ აბრამაშვილმა 22-ე ადგილი დაიკავა.
ასევე დაგაინტერესებთ