ბუდაპეშტში იუნიორთა შორის გრან პრის მე-5 ეტაპზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. ჩვენმა სპორტსმენებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ორი პროგრამის ჯამში 190,45 ქულა მოიპოვეს და პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი გრან პრის ეტაპების რეიტინგულ სიას 15-ქულიანი შედეგით ლიდერობს.
მათ პირველებმა მოიპოვეს საგზური გრან პრის ეტაპების ფინალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 7-10 დეკემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.
მომზადებულია ფიგურული სრიალის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით