სხვა

წყალბურთი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 5:12 დამარცხდა.

თუმცა, ეს არც გახლავთ გასაკვირი, რადგან მადიართა გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდია.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებმა მრისხანე მეტოქეს კარგა ხანს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

ჩვენი გუნდიდან გოლები დამირ ცრეპულიამ (2), ბექა ქავთარაძემ, ანდრია ბითაძემ და ზურაბ რურუამ გაიტანეს.

შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 18 ივლისს გერმანიასთან ჩაატარებს.

alt წყალბურთი. ევროპის ჩემპიონატი. საქართველო დღეს უნგრეთით იწყებს