სხვა

წყალბურთი

საქართველოს წყალბურთელთა 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას დღეს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა 19-წლამდე ნაკრები მინსკში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. გალაქტიონ ლაითაძის გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. C ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქეები უნგრეთი, იტალია და საფრანგეთი არიან.

დღევანდელი შეხვედრა უნგრეთის ნაკრებთან თბილისის დროით 16:40 დაიწყება. ევროპის ჩემპიონატი მინსკში 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ჩატარდება, სადაც კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები თამაშობს

მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე

26 აგვისტო უნგრეთი - საქართველო 16:40
27 აგვისტო საფრანგეთი-საქართველო 15:00
28 აგვისტო იტალია - საქართველო 10:00