წყალბურთი: "ივერია" და "არენა" დაწინაურდნენ

AutoSharing Option
2001-02 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატში წლეულს შვიდი გუნდი ჩაება. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდა ფინალური ოთხეული.

განსაკუთრებით "არენამ" იყოჩაღა, რომელმაც ხუთი შეხვედრა მოიგო (დაამარცხა "ივერია" - 11:10, "ბათუმი" - 15:6, "ქუთაისი" - 27:1, სპორტმენეჯმენტი" - 15:7, "სპექტრი" - 20:4) და მხოლოდ "დინამოს" დაუზავდა - 3:3. "არენამ" 18 შესაძლებლობიდან 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა "ივერია". მომდევნო ადგილებზე გავიდნენ "დინამო" (13 ქულა), "ბათუმი" (9), "სპორტმენეჯმენტი" (6), "ქუთაისი" (3) და "სპექტრი" (0).

პირველი ოთხეული მედლებისთვის განაგრძობს ბრძოლას. ისინი აქაც
ერთ წრედ შეხვდებიან ერთმანეთს, მერე ჩემპიონის გამოსავლენად პლეი-ოფში ითამაშებენ. უკვე გაიმართა ორი ტურის ორთაბრძოლები: "ივერია" - "ბათუმი" 18:3, "არენა" - "დინამო" 13:5, "ივერია" - "დინამო" 10:2, "არენა" - "ბათუმი" 16:1.

ორი ტურის შემდეგ 6-6 ქულით "ივერია" (28:5) და "არენა" (29:16) დაწინაურდნენ. 2-2 წაგება აქვთ "ბათუმსა" (14:29) და "დინამოს" (7:23). ნახევარფინალში ვინ ვის შეხვდება, ამას ბოლო ტური გადაწყვეტს. მეხუთე-მეშვიდე ადგილებისთვის პაექრობას კი პირველი წრის შედეგებით ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები განაგრძობენ: "ქუთაისი" - "სპორტმენეჯმენტი" 3:20, "ქუთაისი" - "სპექტრი" 12:9.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული