სხვა

წყალბურთი

U17. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობა გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიურ აუზში სტარტი აიღო წყალბურთში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 12:10 მოუგო.

თავიდან მეტოქე 3:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა.

4 გოლი ლუკა გიორგაძემ გაიტანა, 3 - ბესარიონ ახვლედიანმა, 2 - ვალიკო დადვანმა, თითო-თითო კი - გიორგი ერისთავმა, დავით ჩხეიძემ და ლუკა ჩიქოვანმა.

12 აგვისტოს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.