სხვა

წყალბურთი

U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და პლეი-ოფში გერმანიას შეხვდება

AutoSharing Option
13 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ აუზში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კონტინენტის შარშანდელ ჩემპიონ საბერძნეთთან 7:18 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი თევდორაშვილმა და დადვანმა გაიტანეს, 1 გოლი კი გიორგაძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 1 გამარჯვება მოიპოვა, მესამე ადგილი დაიკავა და 1/4-ფინალის საგზურისთვის D ჯგუფში მე-2 პოზიციაზე გასულ გერმანიას დაუპირისპირდება.

მატჩი 14 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.

თუ ჩვენმა გუნდმა გერმანიის ძლევა მოახერხა, შემდეგ ეტაპზე იტალიას შეხვდება.