სხვა

წყალბურთი

U17. საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გერმანიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
14 აგვისტოს, საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გერმანიასთან 6:11 დამარცხდა.

ამ მატჩში ორ-ორი გოლი ალავიძემ და გიორგაძემ გაიტანეს, თითო-თითო კი - თევდორაშვილმა და დადვანმა.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავიდა და მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის იბრძოლებს, სადაც 15 აგვისტოს პირველ მატჩში მალტას დაუპირისპირდება.

შეხვედრა 11:30 საათზე დაიწყება.