სხვა

წყალბურთი

U17. საქართველო წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
16 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ჩაატარა.

ჩვენი გუნდი 9-10 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატიას შეხვდა და ანგარიშით 6:11 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები ლაშა ალავიძემ (3), ვალიკო დადიანმა (2) და ლუკა ჩიქოვანმა გაიტანეს.

საბოლოოდ ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე მე-10 ადგილზე დაიკავეს.

ნახევარფინალები 17 აგვისტოს გაიმართება, სადაც ესპანეთი, უნგრეთი, იტალია და საბერძნეთი გავიდნენ.

ტურნირის ფინალი 18 აგვისტოს 20:30 საათზე დაიწყება.