"დინამო თბილისის" მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

AutoSharing Option
წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეები ცნობილია.

"დინამო თბილისი" B ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები არიან: "ტელეკომ ბუდაპეშტი", "მლადოსტ ზაგრები", "რეკო" (იტალია), "ვესპო 98 ჰანოვერი", "CN მარსელი" და კვალიფიკაციის ორი წარმომადგენელი, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კვალიფიკაციის წარმომადგენლების ვინაობა სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

ხოლო რაც შეეხება შეხვედრებს, "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგას 9 ოქტომბერს დაიწყებს. ჯგუფში მატჩები მასპინძლისა და სტუმრის ფორმატით გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ წყალბურთელებს. იმედია ოდესმე სკ დინამო თბილისზე ვნახავთ მსგავს პოსტს (ან ნებისმიერ სხვა ქართულ კლუბზე)
თემო
19:00 30-08-2019
1
ყოჩაღ წყალბურთის ფედერაციას- მართლა ეფექტურად მუშაობენ...გაცილებით მეტი დაფინანსებაა საჭირო.
გლახუნა
18:12 30-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული