სხვა

წყალბურთი

საქართველოს ნაკრები 2020-წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნული გუნდი დაამარცხა (24:7) და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ჩომახიძის მიერ გაწვრთნილი გუნდისათვის, 2020 წელს ბუდაპეშტში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მე-4 იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საუკთესო შედეგი 2014 წელს აჩვენა და მე-12 ადგილი დაიკავა. 2016-ში მე-14 ადგილზე გავედით, 2018 წელს კი, მე-13-ზე.


მომზადებულია facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation-ის მიხედვით