სხვა

წყალბურთი

ევროპირველობაზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი იქნებიან.

A ჯგუფი: სლოვაკეთი, გერმანია, ხორვატია, მონტენეგრო

B ჯგუფი: რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი

C ჯგუფი: მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი

ჯგუფებში გამარჯვებულები მეოთხედფინალში გავლენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნები პლეი-ოფში ითამაშებენ.

საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპირველობაზე ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. ტურნირს 12-26 იანვარს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდი 14 იანვარს საფრანგეთს შეხვდება, 16 იანვარს - საბერძნეთს, 18 იანვარს კი - იტალიას.