სხვა

წყალბურთი

დღეს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპირველობის მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის მატჩს გამართავს.

რევაზ ჩომახაძის შეგირდები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი გამარჯვება მოიპოვა, რითაც კონტინენტის 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრა. ჩვენმა ნაკრებმა საფრანგეთს 9:7 სძლია, ხოლო თურქეთი 12:6 დაამარცხა.

ტურნირის ნახევარფინალში ესპანეთი ხორვატიას შეხვდება, მეორე ნახევარფინალური მატჩი კი მონტენეგროსა და უნგრეთს შორის გაიმართება.

altკიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი

წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ

altისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყალბურთელებმა თურქეთი დაამარცხეს! [VIDEO]

altსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დრამატულ მატჩში რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]

altსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთს სძლია! [VIDEO]