საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან ბოლო წუთები ჩააგდო და ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდთან 1 ბურთის სხვაობით დამარცხდა და მე-10 პოზიცია დაიკავა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 3:2 მოიგო. მეორე მეოთხედში გერმანელებს 2:0 ვაჯობეთ. მესამე მეოთხედი ქართველმა წყალბურთელებმა 2:3 დათმეს, ბოლო მეოთხედი კი 1:4 წავაგეთ და საბოლოოდ დავმარცხდით კიდეც - 8:9. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის ბოლო წუთიდან მატჩის დასასრულამდე გერმანიამ 6:1 გვაჯობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ბორის ვაპენსკიმ გაიტანა. 1-1 გოლი დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, მიხეილ ბაღათურიამ, ზურაბ რურუამ, გიორგი მაგრაქველიძემ და ანდრია ბითაძემ
გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილის დაკავებით საკუთარ ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.


მკითხველის კომენტარები / 2 /
გულით რომ ემღერათ მოიგებდნენ.
maxo
20:05 24-01-2020
8
მადლობა ბიდჭებს კაი თამაში გამოვიდა
გიგი
17:14 24-01-2020
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული