SOS: ბელარუსთან ისტორიული მატჩის წინ - კორონავირუსის გამო "დინამოს" წყალბურთელთა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება

AutoSharing Option
3 მარტს თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ჩემპიონთა ლიგის მატჩი "დინამოსა" და "მარსელს" შორის, კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო,

ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის "დინამოსა" და ფრანგულ კლუბ "მარსელს" შორის, საცურაო
აუზ "ოლიმპიკში" ჩატარდეს მაყურებლების გარეშე".

არადა, 26 მარტს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსს მასპინძლობს და თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, ეს ისტორიული დაპირისპირებაც მაყურებლების გარეშე გაიმართოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხომ არ გიფრიკინებთ? სამი კაცი მთელ ქვეყანაში კარანტინს და სახლიდან გამოუსვლელობას უნდა ნიშნავდეს?
G.LA
22:58 04-03-2020
0
დებილები ხართ რა
abgd
10:32 03-03-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული