საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთიც დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში სლოვაკეთი 18:16 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ გავიდა.

ჩვენი გუნდიდან 3 გოლი ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა, 2-2 დუშან ვაშიჩმა, ვალიკო დადვანმა, მარკო ელაჩამ, იოვან სარიჩმა, ფაბიო ბარალდიმ და ბორის ვაპენსკიმ, თითო კი ანდრია ბითაძემ, რევაზ იმნაიშვილმა და გიორგი მაგრაქველიძემ.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელარუსს 25:5, მეორეში პოლონეთს 22:1 სძლია, დღეს სლოვაკეთიც დაამარცხა და B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

ევროპირველობა 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Musenbezi საღოლ კარგად გამაცინე

იუგოსლავიის ნაკრები ))))
Toti
20 თებერვალი 2022 22:13
5
საქართველოს ნაკრებია თუ იუგოსლავიის…
Musenbezi
20 თებერვალი 2022 21:21
7
სულ რამდენიმე წლის წინ,საქართველოს ჩემპიონატიც კი არ იმართებოდა.შემდეგ ძველმა წყალბურთელებმა შეკრიბეს თავისი შვილები,მათი მეგობრები,ვისაც წყალბურთი უყვარდათ და თამაში სურდათ,შექმნეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები და ეს გუნდი მონაწილეობდა ხან რუსეთის,ხანაც უკრაინის ჩემპიონატებში.შემდეგ "იუგოსლავიიდან" მოიძიეს გამოცდილი,საკმაოდ ძლიერი წყალბურთელები და მათთან ერთად შექმნეს საქართველოს ნაკრები,ასევე თბილისი დინამო,რომელიც ჩემპიონთა თასზეც დაუშვეს.ასე მათ გვერდით თამაშში შეიძინეს ჩვენმა ახალგაზრდებმა საკმაო გამოცდილება და ახლა,,უკვე საქართველოს ჩემპიონატიც იმართება და ზოგი მათგანი,უკვე ევროპაშიც გადავიდა სათამაშოდ.ეს ალბათ ყველაზე სწრაფი გზა იყო საქართველოში წყალბურთის განვითარებისათვის.ჩვენ ხომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს დონის ვარსკვლავები გვყავდა და საქართველოს ნაკრები,რუმინეთის თუ იუგოსლავიის ნაკრებს,წარმატებულად ებრძოდა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე,სადაც სსრკ და საქართველოს ნაკრებთან ერთად,ტრადიციულად ევროპის უძლიერესი ნაკრებებიც სიამოვნებით ჩამოდიოდნენ.დღევანდელ ჩვენს ნაკრებშიც რამდენიმე ძალიან ახალგაზრდა ბიჭია და რომ არა ეს ლეგიონერები,ვერც ისინი შესძლებდნენ ასეთი დონის თამაშებში მონაწილეობას.ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა ხომ წყალბურთის პოპულარობას ზრდის და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაიწყებს ვარჯიშს.ქვეყანაში ორი სტანდარტული ზომის აუზიც რომ აშენდეს როგორმე,საწყლოსნო სპორტის სახეობები,ფეხზე დადგება.უცხოეთში არც კი სჯერათ თურმე,რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი სტანდარტული ზომის აუზი მუშაობს.
სოსო
21 თებერვალი 2022 15:22
0
გილოცავთ. ისე 50% ლეგიონერები ყოფილან
მახო
20 თებერვალი 2022 20:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული