უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველები შეცვლიან

AutoSharing Option
ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის (FINA) ბიუროს 2022 წლის 8 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის გამო რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, ასევე, ოფიციალური პირები, შეჯიბრებებიდან მოკვეთეს. მათ ნაცვლად მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან ახლოს იყო - ჩვენმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს, რუსები კი მე-8 ადგილზე გავიდნენ (მეცხრეადგილოსან გერმანიას საგზური მოპოვებული ჰქონდა).

ფინალური ეტაპის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება.

altსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთიც

დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

alt25:5 - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელარუსი გაანადგურა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
იქ პოლონეთმა იქ ლაიპციგმა იქ ევროლიგის კლუბებმა იხეირეს რუსეთის დისკვალიფიკაციით და ერთხელ ჩვენც ხო უნდა გვეხეირა? :)
ნოდო
18:40 28-03-2022
0
ვაა, ეს თუ მართალია ძალიან მაგარი ამბავია.
წარმატებები საქართველო!
ბათუმელი ექსპერტი
12:56 28-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული