საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია 14:10 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გოლები ვაპენსკიმ (4), სარიჩმა (4), შუშიაშვილმა (2), იელაჩამ (2), ბითაძემ (1) და ადეიშვილმა (1) გაიტანეს.

ჯგუფიდან გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები - მერვედფინალში და საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი 23 ივნისს მონტენეგროს დაუპირისპირდება, 25 ივნისს კი - უნგრეთს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან დიდი წარმატებაა თანაც რა სასიამოვნოა სპორტის გუნდურ სახეობაში ბრაზილიასთან მოგება რა დონის ნაკრებიც უნდა ყავდეს ამ ქვეყანას მადლობა ბიჭებს და მთელ გუნდს განსაკუთრებული მადლობა იმ ოთხ ადამიანს რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული შემართებით იბრძვიან არა მარტო ნაკრებში იმ ოთხ გაქართველებულ ლეგიონერს რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული წყალბურთის წარმატებაში მე ოთხი დავთვალე ცამეტ მოთამაშეში ნატურალიზებილი წყალბურთელი თუ ვცდები ბოდიში ადრე მეტი იყვნენ და მათაც მადლობა ხალხი რომლებიც შენი ქვეყნის წარმატებისთვის იღვაწის მეტი დაფასება უნდა და არა ღლიცინი როგორც ზოგი იქცევა
აკინ
22 ივნისი 2022 10:46
2
არანაირად არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას, ჯერ ერთი საკმაოდ არიან ქართველი ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი ითამაშონ უმაღლეს დონეზე და აიმაღლონ კლასი, ასევე სხვებიც წამოეწევიან, და რო დავანებოთ რა იქნება უკეთესი იქნება თუნდაც ამ ბიჭებისათვის?
დათო
22 ივნისი 2022 02:59
8
გაიხსენეთ გასული საუკუნის 70-80-იანი წლები და "ქართველი" კალათბურთელები: მილოვიდოვი, ბოროდაჩევი, კაპუსტინი და სხვები, რომლებიც თბილისის "დინამოს" ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ. მაშინაც ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდნენ და ანეკდოტების თემაც კი იყო. წლების გადმოსახედიდან მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ქართული კალათბურთი საერთოდ რომ არ გამქრალიყო. თუ ვინმეს აინტერესებს ლოგიკა, გეტყვით: "დინამო" რომ გავარდნილიყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან ან TOP გუნდების რიგებიდან, ეს,დიდი ალბათობით, გამოიწვევდა მის ჩამოშლას,ნიჰილიზმს და გულის აცრუებას როგორც გულშემატკივრებში, ისე სპორტის ამ სახეობის მესვეურებშიც. ანალოგიურად ქართული ხელბურთისა.
ძველი გულშემატკივარი
22 ივნისი 2022 09:54
3
ეს ბანანაშვილი მოაშორეთ რა.როგორ შეიძლება სპორტის ყველა სახეობის რეპორტაჟი მას მიჰყავდეს. აზრეზე არაა რას ბოდიალობს.
zaza
22 ივნისი 2022 10:03
8
სად არის აქ საქართველოს ნაკრები.ხორვატებით და ბალკანელებით არის გუნდი გადატენილი.1-2 წყალბურთელი კიდევ მესმის მაგრამ საქმე პირიქითაა.ისე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.მართლაც ისტორიული გამარჯვებაა.
ჯანაშია ვაგნერი.
22 ივნისი 2022 01:31
54
გილოცავთ ყველას!
უდიდესი წარმატებაა და არაფერი დაშავდა, გუნდში რამდენიმე ნატურალიზებული სპორტსმენი რომ გვყავს.

(ისე, ამ გაგანია იმის დროს კაცი რომ ვაგნერს დაირქმევს...Z-იც მიგეხატა ბარემ.)
ILIA
22 ივნისი 2022 10:43
2
გასაგებია, რომ ეს არ მოგეწონათ, მაგრამ სიმართლე მწარეა. მეც ვფიქრობ, რომ საერთოდ, სპორტის გარკვეულ სახეობაში თუ საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე წარმატებას ვერ აღწევ, აჯობებს საერთოდ შეეშვა, სანამ ამის უნარი არ გექნება. ვთვლი, რომ ჩვენთან ნიჭიერი ხალხია და ყველა სახეობაში გამოიძებნებიან ისეთი სპორტსმენები, რომელთაც საკუთარი უნარებით წარმატების მიღწევა შეუძლიათ. მთავარია, მათ დაეხმარონ. უცხოელების ნატურალიზებით მიღწეული წარმატებები და თას-მედლები კი რაღაცნაირად თაღლითობას ჰგავს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ.
რატი
22 ივნისი 2022 02:29
19
ყველა გამოხმაურება
ხოოო!! აპააა!! ვაპერსკი, სარიჩი და იერაჩა, რომლებსაც საერთო ჯამში 14-დან 10 გოლი გაუტანიათ,სულ ძირძველი ქართველეBი არიან....
შულაია
22 ივნისი 2022 09:52
24
თქვენ არ შეგეხებით და ბევრ ქართველზე მეტ ქართულ საქმეს აკეთებენ.
შულაია-ს
22 ივნისი 2022 11:57
2

სიახლეები პოპულარული