საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია 14:10 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გოლები ვაპენსკიმ (4), სარიჩმა (4), შუშიაშვილმა (2), იელაჩამ (2), ბითაძემ (1) და ადეიშვილმა (1) გაიტანეს.

ჯგუფიდან გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები - მერვედფინალში და საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი 23 ივნისს მონტენეგროს დაუპირისპირდება, 25 ივნისს კი - უნგრეთს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან დიდი წარმატებაა თანაც რა სასიამოვნოა სპორტის გუნდურ სახეობაში ბრაზილიასთან მოგება რა დონის ნაკრებიც უნდა ყავდეს ამ ქვეყანას მადლობა ბიჭებს და მთელ გუნდს განსაკუთრებული მადლობა იმ ოთხ ადამიანს რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული შემართებით იბრძვიან არა მარტო ნაკრებში იმ ოთხ გაქართველებულ ლეგიონერს რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული წყალბურთის წარმატებაში მე ოთხი დავთვალე ცამეტ მოთამაშეში ნატურალიზებილი წყალბურთელი თუ ვცდები ბოდიში ადრე მეტი იყვნენ და მათაც მადლობა ხალხი რომლებიც შენი ქვეყნის წარმატებისთვის იღვაწის მეტი დაფასება უნდა და არა ღლიცინი როგორც ზოგი იქცევა
აკინ
22 ივნისი 2022 10:46
2
ეს ბანანაშვილი მოაშორეთ რა.როგორ შეიძლება სპორტის ყველა სახეობის რეპორტაჟი მას მიჰყავდეს. აზრეზე არაა რას ბოდიალობს.
zaza
22 ივნისი 2022 10:03
8
გაიხსენეთ გასული საუკუნის 70-80-იანი წლები და "ქართველი" კალათბურთელები: მილოვიდოვი, ბოროდაჩევი, კაპუსტინი და სხვები, რომლებიც თბილისის "დინამოს" ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ. მაშინაც ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდნენ და ანეკდოტების თემაც კი იყო. წლების გადმოსახედიდან მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ქართული კალათბურთი საერთოდ რომ არ გამქრალიყო. თუ ვინმეს აინტერესებს ლოგიკა, გეტყვით: "დინამო" რომ გავარდნილიყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან ან TOP გუნდების რიგებიდან, ეს,დიდი ალბათობით, გამოიწვევდა მის ჩამოშლას,ნიჰილიზმს და გულის აცრუებას როგორც გულშემატკივრებში, ისე სპორტის ამ სახეობის მესვეურებშიც. ანალოგიურად ქართული ხელბურთისა.
ძველი გულშემატკივარი
22 ივნისი 2022 09:54
3
ხოოო!! აპააა!! ვაპერსკი, სარიჩი და იერაჩა, რომლებსაც საერთო ჯამში 14-დან 10 გოლი გაუტანიათ,სულ ძირძველი ქართველეBი არიან....
შულაია
22 ივნისი 2022 09:52
24
თქვენ არ შეგეხებით და ბევრ ქართველზე მეტ ქართულ საქმეს აკეთებენ.
შულაია-ს
22 ივნისი 2022 11:57
2
არანაირად არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას, ჯერ ერთი საკმაოდ არიან ქართველი ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი ითამაშონ უმაღლეს დონეზე და აიმაღლონ კლასი, ასევე სხვებიც წამოეწევიან, და რო დავანებოთ რა იქნება უკეთესი იქნება თუნდაც ამ ბიჭებისათვის?
დათო
22 ივნისი 2022 02:59
8
სად არის აქ საქართველოს ნაკრები.ხორვატებით და ბალკანელებით არის გუნდი გადატენილი.1-2 წყალბურთელი კიდევ მესმის მაგრამ საქმე პირიქითაა.ისე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.მართლაც ისტორიული გამარჯვებაა.
ჯანაშია ვაგნერი.
22 ივნისი 2022 01:31
54
რატის.რატი,სულ ათიოდე წლის წინ,საქართველოში წყალბურთი საერთოდ აღარ არსებობდა.ყოფილმა წყალბურთელებმა შეყარეს პატარა ბიჭები,ზოგი თავიანთივე შვილი,ზოგიც,ცურვაში მოვარჯიშე თუ საერთოდ წყალბურთოს თამაშის მსურველი,დააწყებინეს მათ ვარჯიში და აქ რომ მეტოქე არ ჰყავდათ,ვისთანაც ითამაშებდნენ,წაიყვანეს ეს გუნდი და ხან რუსეთის,ხან უკრაინის და მგონი ყაზახეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატებში ათამაშებდნენ.ცოტა რომ წამოიზარდნენ,მათ შეუერთდნენ ჯერ კიდევ მოქმედი ქართველი წყალბურთელები,მოიწვიეს ბალკანელი წყალბურთელები,რომ როგორმე შეკრულიყო ბირთვი და დაიწყეს საქართველოს ნაკრების სახელით შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.წარმოიდგინე,ნაკრები გვყავდა და საქართველოს ჩემპიონატი არ იმართებოდა.არც აუზები გვქონდა და არც გუნდები.ასე,ამ უცხოელი წყალბურთელების უდიდესი დახმარებით აღორძინდა ჯერ საქართველოს ნაკრები და უკვე შემდეგ,საქართველოს ჩემპიონატიც აღდგა.საქართველოში უკვე გვყავს იმდენი წყალბურთელი,რომ ავად თუ კარგად საკუთარ ჩემპიონატს ვატარებთ.თავიდან მწვრთნელებიც ქართველები იყვნენ,მაგრამ რაც მაღალ დონეზე ავდიოდით,აშკარად გამოჩნდა,რომ ის წყალბურთელები,გუშინ რომ დაემშვიდობნენ აქტიურ წყალბურთს და ნაკრების გაწვრთნა დაიწყეს,მაღალი დონის გუნდებთან სათამაშოდ,გუნდს ვერ ამზადებდნენ.მათ ხომ მწვრთნელობის ანაბანიც კი არ ჰქონდათ ნასწავლი.აი სწორედ მაშინ მოიწვიეს ბალკანელი მწვრთნელიც და მისი ხელიც აშკარად დაეტყო,გუნდის მომზადებას.ის ნამდვილი სპეციალისტია.ასე გოჯა გოჯა მივიწევთ წინ და პირველად ჩერნოგორიასთან თუ 19-2 წავაგეთ,გუშინ სულ ერთი ბურთით დავმარცხდით და ეგეც მხოლოდ გამოუცდელობის გამო.აშკარად მოსაგები თამაში იყო.გუნდში ხუთი უცხოელია და უკვე იმდენი ხანია,რაც ჩვენთან თამაშობენ,რომ თავისუფლად შეიძლება შინაურებად ჩავთვალოთ და დღესაც ისეთი შემართებით თამაშობენ,რომ მათ უცხოელობაზე ენა ვერ მომიბრუნდება.არადა ორი კაცი,40 წელსაა მიღწეული და არც სხვები არიან პატარები.ისინიც თავისას ამტკიცებენ.მათ გვერდით თანდათან ფრთიანდებიან ჩვენი ახალგაზრდები და ეს ვეტერანები,ფაქტობრივად მათი მწვრთნელებიც არიან.უცხოელების რაოდენობა,ქართველი მოთამაშეების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ,თანდათან შემცირდება,მაგრამ შეიძლება თუ საჭირო გახდა,ვინმე კიდევაც დაიმატონ.მთელ მსოფლიოში თამაშობენ ბალკანელი წყალბურთელები,რადგან ბალკანეთში,ყოველ პატარა ქალაქში სულ ცოტა ერთი სტანდარტული აუზი მაინც აუცილებლად არის,სპორტულ დარბაზთან ერთად.ბრაზილიას რომ ვეთამაშეთ მათ კარში 40 წლის ბალკანელი მეკარე უდგათ და სხვა ნაკრებებშიც ასევეა.საქართველოში სულ სამი სტანდარტული აუზია და ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს.სულ 200 მორაგბე გვყავდა და ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და როცა ხელშეწყობაც ემატება,დიდი შედეგების მიღწევა შეგვიძლია.ასე რომ ჩვენი ბალკანელი წყალბურთელების მიმართ,მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.მათ გარეშე დღესაც ძალიან უკან ვიქნებოდით.
სოსო
24 ივნისი 2022 16:01
0
რატომ უნდა შეეშვას? საკუთარი ფეხბურთელები ანუ საფრანგეთის მოქალაქეები (საჭიროების გამო ნატურალიზებულებს არ ვგულისხმობ) თუ ჰყავს, რა პრობლემაა? თქვენ, ყველამ ალბათ ისე გაიგეთ, რომ მაინცდამაინც ეთნიკურად ქართველებს ვგულისხმობ. ეს არ მიგულისხმია. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. გვაქვს ამის რესურსი და გამოვიყენოთ. გახსოვთ, პლაჟის ფეხბურთის გუნდი 2006 წელს, რომელიც ნატურალიზებული ბრაზილიელებისგან შედგებოდა და რომელმაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. მაგრამ რა არის ამაში ეროვნული? მაშინ საქმე ასე იქნება, მდიდარი ქვეყნები მოახდენენ ნებისმიერი მათთვის სასურველი სპორტსმენის ნატურალიზაციას და და მათი გამარჯვებები ,,ეროვნულ'' მონაპოვრად ჩაეთვლებათ. ეს თაღლითობას არ ჰგავს? წყალბურთს თავი რომ დავანებოთ, ისეთ სპორტის სახეობაში, როგორიც ჭიდაობაა და რომელსაც სამართლიანად ეროვნულ სახეობად ვთვლით, ნატურალიზებული სპორტსმენების ხარჯზე გამარჯვებები მოგეწონებოდათ? არამგონია. გვაქვს რესურსიც და ნიჭიც, აჯობებს, აქ განვავითაროთ
რატი
22 ივნისი 2022 14:46
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული