
ქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მინი წყალბურთის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუვეითი (15:12), უკრაინა (14:10) და ყაზახეთი (12:9) დაამარცხა, ნახევარფინალში კი ეგვიპტესთან 9:10 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი გადამწყვეტ მატჩს დღეს, 15 მაისს, უნგრეთთან ჩაატარებს. ფინალში კი ერთმანეთს ეგვიპტისა და მონტენეგროს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
2023 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი მინი წყალბურთში აგვისტოში ბალიზე გაიმართება