სხვა

წყალბურთი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, მინი წყალბურთის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, მინი წყალბურთის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მინი წყალბურთის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუვეითი (15:12), უკრაინა (14:10) და ყაზახეთი (12:9) დაამარცხა, ნახევარფინალში კი ეგვიპტესთან 9:10 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი გადამწყვეტ მატჩს დღეს, 15 მაისს, უნგრეთთან ჩაატარებს. ფინალში კი ერთმანეთს ეგვიპტისა და მონტენეგროს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

2023 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი მინი წყალბურთში აგვისტოში ბალიზე გაიმართება