სხვა

წყალბურთი

ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს

AutoSharing Option
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 9:18 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან საუკეთესო მარკო ელაჩა იყო, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა A დივიზიონის B ჯგუფში სამივე მატჩი წააგო, თუმცა მეოთხედფინალში გასვლის შანსი აქვს - ამისათვის 11 იანვარს პლეი-ოფში რუმინეთს უნდა სძლიოს.