სხვა

ტყვიის სროლა

ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
5 სექტემბერს, კორეულ ჩანგვონში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტყვიი სროლაში ქუთაისელმა ლიზი კილაძემ მესამე ადგილი დაიკავა.

კილაძემ 236.6 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

კილაძის გარდა, ფინალში საქართველოს მეორე წარმომადგენელმა ახალგაზრდებში, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხუციბერიძემაც იასპარეზა, თუმცა 130.5 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ოქტეტში მხოლოდ საქართველოს და კორეას ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავდათ.

ფინალში ხუციბერიძე მესამე (571 ქულა), კილაძე კი მერვე შედეგით (569) შევიდა. თან კილაძეს ამაში დამატებითი მაჩვენებლები წაეხმარა თანაბარქულიან რუს იანა ენინასთან - ჩვენებურს ბოლო სერიაში 98
ქულა ჰქონდა, რუსს - 96. კილაძეს უფრო მეტი 10-იანიც ჰქონდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუციბერიძემ ცალკეულ სერიებში 93, 97, 97, 95, 97 და 92 ქულა მოინადავლა და ჯამში 571 ქულა დააგროვა. ამდენივე ჰქონდა გერმანელ ვანესა სეეგრესაც, თუმცა ქართველის აქტივში მეტი 10-იანი იყო და მესამე პოზიციაც მას დარჩა, წინ კი კორეელი ჰიუნიოუნ იოო (576 ქულა) და ფრანგი კამილე იედრზიევსკი (573) იყვნენ.

საკვალიფიკაციოში კი კილაძის შედეგები ასეთია: 94, 93, 94, 94, 96, 98 და ჯამში 569 ქულა.
ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი 237.9 ქულით თურქი იაიდა სევაი ტარჰანი გახდა, ვერცხლი კი კორეელმა გაუენ ჩოომ მოიპოვა (234.5), რომელიც წინა დღეს შერეულ წყვილებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ამდენად, საქართველომ კორეაში მედლების მონაგარი გახსნა.

Sportall.Ge

ლიზი კილაძე ახალ თაობაში ერთ-ერთი უნიჭიერესი მსროლელია, ვინც აქამდეც დიდოსტატურ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა, მიზეზთა გამო (წინა ოლიმპიურ ციკლში უფროსებში გამოჰყავდათ, რადგან მისი შედეგები რეალურად იძლეოდა ლიცენზიისთვის ბრძოლის საფუძველს) პირველი მედალი ახლა მოიპოვა. თან ეს საგამოცდო ციებ-ცხელების ფონზე გააკეთა - სკოლა წლეულს დაამთავრა და ჯერ სკოლის გამოსაშვები, მერე კი ეროვნული გამოცდების გამო, გაზაფხულიდან მოყოლებული, ხეირიანად არც უვარჯიშია, საკმაოდ ბევრი გაუცდა. თუმცა მიზანს მაინც მიაღწია - მედალიც მოიპოვა და სტუდენტიც გახდა.

აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილი იყო (ფინალში მეოთხე შედეგით შევიდა), რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებამდე კი 2 ქულა დააკლდა.

მისთვის ეს ამ ასაკში მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატია და კარგია, მისი მონაცემების პატრონმა ახალგაზრდული ნაკრები უმედლოდ რომ არ დატოვა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია