ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა გამორიცხა ბაჰრეინის გრან-პრის ზაფხულში ჩატარება. მისი თქმით, თუ ამ სეზონში საჰირზე რბოლა მაინც გაიმართება, ეს მხოლოდ შემოდგომაზე მოხდება.
"კარგად უნდა შევისწავლოთ სიტუაცია და ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება, - ამბობს ექლსტოუნი. - შესაძლოა, ბაჰრეინის გამო ბრაზილიის გრან-პრის გადატანა მოგვიწიოს. არ ვიცი სტაბილური გახდება თუ არა პოლიტიკური სიტუაცია ბაჰრეინში, მაგრამ თუ ყველაფერი დალაგდა, გამოვნახავთ რბოლის ჩასატარებლად დროს. მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება აგვისტო. იმ დროისთვის ბაჰრეინში მაღალი ტემპერატურაა. შესაძლოა, ეტაპი სეზონის ბოლოს ნოემბერში ჩავატაროთ".