ამ იდეას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მოიწონეს "ხელოვნური წვიმის" პერსპექტივა. მაგალითად, იდეას ემხრობა "პირელი მოტოსპორტის" ხელმძღვანელი პოლ ჰემბრი.
მაგრამ უფრო საინტერესოა ამერიკული პრესის ინფორმაცია. გავრცელდა ამერიკის მომავალი გრან-პრის პრომოუტერის, ტავო ჰელმუნდის კომენტარი. მასაც მიაჩნია, რომ "ხელოვნური წვიმა" რბოლების სანახაობრივი მხარის ამაღლებისთვის შესანიშნავი ხერხია.
კერძოდ, ჰელმუნდმა განაცხადა, რომ ნამდვილისგან განსხვავებით, ხელოვნური წვიმა
"პილოტის ნიჭი ყველაზე კარგად წვიმიან რბოლაში ჩანს, - ამბობს ქალაქ ოსტინის რბოლის მენეჯერი. - თანაც ამ იდეას უნდა მიესალმონ პატარა გუნდები, რადგან წვიმის დროს გუნდების შანსები მეტ-ნაკლებად თანაბრდება, აღარ იგრძნობა სხვაობა საჯინიბოების ბიუჯეტებს შორის და ნამდვილად ნიჭიერ პილოტებს თუნდაც სუსტი მანქანით აქვთ გაბრწყინების საშუალება."
მთავარი, რაც ჰელმუნდმა თქვა ის არის, რომ მომავალი ტრასა შეიძლება აღიჭურვოს სპეციალური სისტემით, რომელიც რბოლის დროს წვიმის ეფექტს შექმნის. ახლა ამერიკელი ამ იდეის განხილვას ბერნი ექლსტოუნთან აპირებს.
ტექსასის შტატში ამერიკის გრან-პრისთვის განკუთვნილი ავტოდრომის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
* * *
ამასობაში, ფორმულა 1-ის რბოლებით კიდევ ერთი ქვეყანა დაინტერესდა. თანამედროვე ტრასის აშენება გადაწყვიტა ხორვატიამ.
პროექტის ორგანიზატორები თამამ განცხადებებს აკეთებენ და ირწმუნებიან, რომ სამუშაოები 18 თვეში დასრულებული იქნება. რამდენიმე წყაროს ცნობით, ბერნი ექლსტოუნმა მოიწონა ხორვატული მხარის ენთუზიაზმი და დაინტერესდა ამ ქვეყანაში გრან-პრის ჩატარების პერსპექტივით.
ახალი არენის სავარაუდო ბიუჯეტი 250 მილიონი ევრო იქნება. ამ თანხის დიდ ნაწილს ინვესტორები გამოყოფენ. პროექტისთვის მხარის დაჭერას ხორვატიის მთავრობაც აპირებს.
.