ტესტების ბოლოს უებერის დრო წამნახევრით გააუმჯობესა ფორმულა 1-ის დებიუტანტმა სერხიო პერესმა, მაგრამ მისი სისწრაფის საიდუმლო მარტივად აიხსნება - ახალგაზრდა პილოტმა ერთ-ერთი მოსახვევი მოჭრა. ამასთან, "ზაუბერის" წევრმა, ისევე როგორც
ტესტებმა რვა გუნდის მონაწილეობით ("ფერარის", "მერსედესის, "უილიამსისა" და Hღთ-ის გარდა) მოღრუბლულ და გრილ ამინდში ჩაიარა, რამდენჯერმე წამოწვიმა კიდეც. ტრასაზე საერთო ჯამში 11 პილოტი მუშაობდა, მათ შორის სამი რეზერვისტი. მეორე შედეგი აჩვენა "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა - დილიდან ბრიტანულმა გუნდმა ყველა გააოცა მანქანის უცნაური "ცხვირით". როგორც შემდეგ გაირკვა, მასში ჩამალული იყო მონაცემთა შემგროვებელი აპარატურა და ბრიტანული საჯინიბო რბოლებში ასეთ მომრგვალებულ "ცხვირს" არ გამოიყენებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯენსონმა საუკეთესო დრო ერთი სწრაფი წრის გავლისას აჩვენა, ხოლო დილით, რბოლის სიმულაციისას მისი სიჩქარე გაცილებით დაბალი იყო. საბოლოო ოქმში მესამეზე აღმოჩნდა ვიტალი პეტროვი - მან შესვენების შემდეგ "ლოტუს-რენოს" საჭესთან ნიკ ჰაიდფელდი შეცვალა, თანდათან მოუმატა ტემპს და საბოლოოდ, ბატონთან მხოლოდ რამდენიმე მესამედი წამი წააგო.
ჰაიდფელდი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.
სატესტო სესია რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშების მეშვეობით: ტესტების სტარტზე სებასტიან ბუემის "ტორო როსო" გაჩერდა ტექნიკური პრობლემების გამო. შესვენებამდე 15 წუთით ადრე ვალსეკი ("ლოტუსი") გადავარდა ტრასიდან, ბოლოს კი კიდევ ერთი რეზერვისტის - რაზიას ("ლოტუსი") გამო შეაჩერეს ვარჯიში.
ბარსელონაში ტესტები დღეს გაგრძელდება. ტრასაზე ყველა გუნდს ვიხილავთ Hღთ-ის გარდა, რომელიც ხუთშაბათს დაიწყებს საფინალო ტესტებს.
* * *
ამასობაში, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გახდა მორიგი პილოტი, ვინც "პირელის" ახალი საბურავები გააკრიტიკა. როგორც უკვე ვწერდით, გუნდებს მინიმუმ სამი პიტსტოპის შესრულება მოუწევთ, რადგან საბურავი მალე ცვდება, თანაც მას არ გააჩნია სისწრაფის სათანადო მაჩვენებლები.
"ჩემი აზრით, ფორმულა 1 უფრო ნელი გახდება, - ამბობს ბრიტანელი პილოტი. - ახლა მანქანებს უფრო მეტი დრო დასჭირდებათ დისტანციის დასაფარად. უნდა დაემზადებინათ ისეთ საბურავები, რომლებიც მძიმე ავზებს გაუძლებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. როცა პირველად გავედი ტრასაზე და შესაძლებლობების მაქსიმუმს არ ვაჩვენებდი, საბურავები 9 წრეზე მეყო. შემდეგ ჯერზე უფრო ფრთხილად ვიარე და მაინც მხოლოდ 15 წრე გამიძლო".
პირველი დღის შედეგები:
1. უებერი ("რედ ბული") 1:22.544 (97 წრე)
2. ბატონი ("მაკლარენი") +0.366 (74)
3. პეტროვი ("ლოტუს-რენო) +0.393 (27)
4. პერესი ("ზაუბერი") +1.573 (90)
5. ჰაიდფელდი ("ლოტუს-რენო") +2.191 (20)
6. დი რესტა ("ფორს ინდია") +2.495 (38)
7. ვალსეკი ("ლოტუსი") +2.862 (50)
8. ბუემი ("ტორო როსო") +3.460 (48)
9. ჰიულკენბერგი ("ფორს ინდია") +3.486 (31)
10. რაზია ("ლოტუსი") +4.179 (29)
11. დ'ამბროზიო ("ვირჯინი") +9.516 (57)