ამჯერად RB7-ის საჭესთან მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ვიხილეთ. მან კატალონიის ტრასაზე 2011 წლის მოდიფიკაციის მანქანებისთვის ახალი რეკორდი დაამყარა - გერმანელი გახდა პირველი პილოტი, ვინც ერთი წრე წუთსა და 22 წამზე ნაკლებ დროში გაიარა. "რედ ბული" გრან-პრის სიმულაციას ატარებდა და გერმანელმა საუკეთესო წამები დილით, პირობითი კვალიფიკაციის
ბევრ პილოტს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მაგალითად, პასტორ მალდონადომ მთელი დღე დაკარგა KERS-ის სისტემის გამო, ლუის ჰემილტონმა რამდენიმე საათი იყურყუტა ბოქსებში ჰიდრავლიკურ სისტემაში გაჟონვის მიზეზით, იგივე დაემართა ჟერომ დ'ამბროზიოს ელექტოსისტემის გაუმართაობის გამო.
დღის ბოლოს ყველამ შეძლო ტრასაზე გასვლა, ჰემილტონმა კი იმდენი მოახერხა, რომ მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა. ახლა "მაკლარენი" ერთდღიან პაუზას აიღებს, დანარჩენები კი დღეს გააგრძელებენ ტესტებს.
* * *
ამასობაში, ესპანურმა საჯინიბო HRT-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2011 წლის სეზონში მეორე პილოტი იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი იქნება.
გამოცდილმა პილოტმა რამდენიმე თვის წინ შეიტყო, რომ "ფორს ინდიას" აღარ სჭირდებოდა მისი სამსახური, მაგრამ იტალიელი უმუშევარი არ დარჩენილა და HRT-სთან ერთად თებერვალში გამართული ტესტების შემდეგ ესპანურ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ HRT-ის პირველი პილოტი ინდოელი ნარაიან კართიკეიანი გახლავთ.
მეორე დღის შედეგები:
1. ფეტელი ("რედ ბული") 1:21.865 (112 წრე)
2. ბუემი ("ტორო როსო") +0.531 (120)
3. პეტროვი ("ლოტუს-რენო) +0.805 (116)
4. ჰემილტონი ("მაკლარენი") +1.023 (57)
5. მასა ("ფერარი") +1.459 (101)
6. დი რესტა ("ფორს ინდია") +2.469 (118)
7. კობაიაში ("ზაუბერი") +2.571 (107)
8. როსბერგი ("მერსედესი") +3.942 (100)
9. ტრული ("ლოტუსი") +4.225 (98)
10. მალდონადო ("უილიამსი") +5.124 (29)
11. დ'ამბროზიო ("ვირჯინი") +7.117 (64).
.