პირველ ტესტებზე გერმანულმა საჯინიბომ მანქანის გამარტივებული ვერსია გამოიყენა, რათა საიმედოობა ჰქონოდა გარანტირებული, ამავდროულად ბაზაზე გრძელდებოდა მუშაობა სისწრაფეზე. მარტის ტესტებისთვის სიახლეები მზად იყო, ინჟინრებმა ისინი მანქანაზე დაამონტაჟეს, რაც მაშინვე აისახა შედეგებზე.
სწორედ ამიტომაც შუმახერი მეტად პოზიტიურად აფასებს თავისი გუნდის შანსებს საწყის ეტაპებზე. მის აზრს იზიარებს ნიკი ლაუდაც.
"გუნდმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია, მიხაელმა კი წრეზე შესანიშნავი დრო
უფრო ადრე "ბილდმა" დაბეჭდა "მერსედეს მოტოსპორტის" ვიცე-პრეზიდენტის ნორბერტ ჰაუგის სიტყვები. საჯინიბოს ერთ-ერთი შეფი აცხადებს, რომ გერმანული კონცერნი მზად არის განიხილოს 2012 წლის შემდეგ მიხაელთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა, თუ რა თქმა უნდა, ლეგენდარულ ვეტერანს ასეთი სურვილი გაუჩნდება.
ბევრი რამ ამ სეზონში მანქანის კონკურენტუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ ცოტა ხნის წინ ყველა ლაპარაკობდა "მერსედესში" არსებულ კრიზისზე, ახლა განწყობა შეიცვალა - ბევრი ამ გუნდს სეზონის პირველი გრან-პრის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად მიიჩნევს. ამით ითვალისწინებენ როს ბრაუნის სტრატეგიულ ნიჭსა და მიხაელის სარბოლო შესაძლებლობებს.