ავტოსპორტი

ფორმულა 1

სებასტიან ფეტელს ბაქო აპატიეს

AutoSharing Option
გუშინ, პარიზში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ-ბინაში გაიმართა მოსმენა, სადაც კიდევ ერთხელ გააანალიზეს აზერბაიჯანის გრანპრიზე "ფერარის" პილოტ სებასტიან ფეტელსა და ლუის ჰემილტონს შორის მომხდარი ინციდენტი.

თავდაპირველად, Canal+-მა დაწერა, რომ სებასტიან ფეტელმა დისკვალიფიკაცია მიიღო აზერბაიჯანის გრანპრიზე "მერსედესის"პილოტთან შეჯახების გამო. ამას კი მოჰყვა ის, რომ გერმანელი, რომელსაც გუშინ 30 წელი შეუსრულდა, ამოღებულია ბაქოს რბოლის ოქმიდან. აზერბაიჯანის ეტაპზე ფეტელმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

მაგრამ, ოფიციალური ვერდიქტი სულ სხვანაირი აღმოჩნდა: ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ეს საკითხა დახურულად გამოაცხადა და "ფერ
არის" პილოტის მიმართ დამატებით სანქციებს არ გამოიტანენ. ფედერაციაში გაითვალისწინეს ის, რომ ფეტელმა სრულად აღიარა თავისი პასუხისმგებლობა მომხდარზე და გულწრფელად მოუხადა ბოდიში ფედერაციასა და ავტოსპორტის მთლიან საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ ფეტელი გაღიზიანდა უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში მოძრაობისას ჰემილტონის მკვეთრი დამუხრუჭების გამო, რამაც გერმანელის ბრიტანელთან შეჯახება გამოიწვია. გაბრაზებული ფეტელი გაუსწორდა ბრიტანელს და შეგნებულად დაეჯახა საბურავით საბურავში. ამის გამო, სებასტიანი 10-წამიანი ჯარიმით დაისაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"