გერმანელმა მრბოლელმა არც დამალა, რომ ეს ავსტრალიელი მომღერლის, კაილი მინოუგის ეშხით გააკეთა, რომელიც თურმე ძალიანაც მოსწონს.
"უჰ, ის ისეთი პრიალაა, მის ნახვას არაფერი სჯობს", - თვალებმინაბული აღწერს სებასტიანი თავის ბოლიდს, თუმცა ვინ დაუჯერებს, რომ ამ დროს გონებაში კაილი არ ჰყავს წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელი ფეტელისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა - პილოტთა შორის საუკეთესო გახდა და მისგან დამდეგ სეზონშიც ბევრს მოელიან, მით უმეტეს, "სექსუალურ კაილიზე" ამხედრდება.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით
.