2011 წლის სეზონი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დაიწყო. "რედ ბულის" გერმანელი პილოტი გვიზიარებს ავსტრალიის გრანპრისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს...
- სებასტიან, ისე ჩანს, რომ შეყვარებული ხართ თქვენს მანქანაზე, რომელსაც "მაცდური კაილი" უწოდეთ?
- ძალიან შეყვარებული ვარ და კარგია, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე პოზიტიურად დაიწყო. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა - კარგი სტარტი გამომივიდა, შევძელი საჭირო უპირატესობის შექმნა. პირველი პიტსტოპის შემდეგ ოდნავ წავაგეთ, მაგრამ მე გადავწყვიტე ეს პრობლემა და გამარჯვებას მივაღწიე. მომეჩვენა, რომ მეორე გაჩერების შემდეგ "მაკლარენის" მხრი
- თითქმის მთელი რბოლა მარტო იარეთ. მოსაწყენი არ იყო?
- იცით ეს სასიამოვნო მოწყენაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოდიუმის ზედა საფეხურზე ადიხარ და შამპანურს სვამ. მარტოობაში ლიდერობისას არაფრის შეცვლა არ შეგიძლია - კონცენტრირებული უნდა იყო დისტანციაზე და აკონტროლო საბურავების მდგომარეობა. ასეთ სიტუაციაში კონკურენტებისგან პრესინგი არ არსებობს, თუმცა მელბურნში ყოველთვის შესაძლებელია სიუპრიზები.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჯენსონ ბატონის გასწრება, როცა პირველი პიტსტოპის შემდეგ ბრიტანელის უკან აღმოჩნდი?
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასე თუ მოვახერხებდი ჰემილტონთან ჰანდიკაპის გაზრდას.
- როგორ ვითარებოდა თქვენთვის რბოლა?
- უკვე გითხარით, რომ კარგი სტარტი ავიღე და სარკეში დავინახე, რომ ლუისი და მარკი პირველ მოსახვევში ებრძოდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ შევძელი კონკურენტის სოლიდური სხვაობით უკან ჩამოტოვება და ამ უპირატესობას ბოლომდე ვაკონტროლებდი. ჩვენ ადრე შევასრულეთ პიტსტოპი და ჯენსონის უკან აღმოვჩნდი. მისი გასწრება გადავწყვიტე და ეს რთული არ ყოფილა, რადგან ახალ და გაცვეთილ საბურავებს შორის სიჩქარეში სხვაობა საკმაოდ დიდია.
რბოლის მეორე ნაწილმა მშვიდად ჩაიარა და მე რბოლა მოვიგე. კარგია, რომ ამ უქმეებზე დავარღვიეთ ავსტრალიაში წარუმატებელი გამოსვლის ტრადიცია. ახლა ამ ტრასაზე მეოთხე ადგილი აღარ მიიჩნევა "რედ ბულის" საუკეთესო შედეგად.
- გასაკვირი იყო თუ არა ჰემილტონზე ასეთი უპირატესობა?
- ვფიქრობ, რთულია დასკვნების გაკეთება, რადგან ჯერ არც ერთს არ გვიჩვენებია სრულად ჩვენი პოტენციალი.
- ლუისის მანქანაზე არის KERS-ის სისტემა, თქვენზე - არა...
- ჩვენც გვაქვს KERS, მაგრამ ავსტრალიაში ეს სისტემა არ გამოვიყენეთ. მას მალაიზიისთვის ვამზადებთ.
- რამდენად რთულია საბურავის მდგომარეობის გაკონტროლება?
- ეს დამოკიდებულია კონკურენტების მხრიდან პრესინგზე. კომფორტული უპირატესობის პირობებში შესაძლებელია ტემპის დაგდება, რითაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებ საბურავებს.