ნიკო უიღბლოებს უახლოვდება

AutoSharing Option

წელს გერმანიის გრან-პრი ნიკო როსბერგისთვის მეასე რბოლა იქნება ფორმულა 1-ში. თუ იმ მომენტისთვის "მერსედესის" პილოტი ვერ შეძლებს სადებიუტო გამარჯვების მოპოვებას, მაშინ შეავსებს იმ პილოტების სიას, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდხანს, მაგრამ წარუმატებლად გამოდიოდნენ.

აქამდე 13-მა პილოტმა გადააბიჯა 100-ეტაპიან ზღვარს ისე, რომ ერთ გამარჯვებასაც ვერ მიაღწია. და ამ ჯგუფიდან მხოლოდ სამმა - მარკ უებერმა, ჯენსონ ბატონმა და რუბენს ბარიკელომ შეძლეს მოგვიანებით ნავსის გატეხვა და რბოლის მოგება.
დანარჩენმა ათმა კი მაინც ვერ შეძლო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. ყველაზე მეტად არ გაუმართლა ნიკ ჰაიდფელდს,
რომელიც რვაჯერ იყო მეორე ადგილზე, თუმცა გერმანელს კიდევ აქვს ფორმულა 1-ის ეტაპის მოგების თეორიული შანსი. ის დღეს "ლოტუს-რენოს" პილოტია. იგივე ითქმის ნიკო როსბერგზეც, რომლისთვისაც კარიერაში საუკეთესო შედეგია 2008 წელს სინგაპურის გრან-პრიზე დაკავებული მეორე ადგილი.

უიღბლოების კლუბი:
სტარტი წლები საუკ. შედეგი
ანდრეა დე ჩეზარისი 208 1980-1994 2 ადგილი (2-ჯერ)
ნიკ ჰაიდფელდი 173 2000-2010 2 ადგილი (8-ჯერ)
მარტინ ბრანდლი 158 1984-1996 2 ადგილი (2-ჯერ)
დერეკ უორიკი 146 1981-1993 2 ადგილი (2-ჯერ)
ჟან-პიერ ჟარე 134 1971-1983 3 ადგილი (3-ჯერ)
ედი ჩივერი 132 1978-1989 2 ადგილი (2-ჯერ)
პიერლუიჯი მარტინი 119 1984-1995 4 ადგილი (2-ჯერ)
ფილიპ ალიო 109 1984-1994 5 ადგილი (ერთხელ)
მიკა სალო 109 1994-2002 2 ადგილი (ერთხელ)
იოს ვერსტაპენი 106 1994-2003 3 ადგილი (2-ჯერ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული