კიმი ნასკარში მიდის

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა, რომელიც ამჟამად რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გამოდის, მოულოდნელად ამერიკულ სარბოლო სერიაში - ნასკარში გადასვლის სურვილი გამოთქვა.

უცნობი წყაროს ინფორმაციით, კიმი ახალი გუნდის - ICE1 Racing team-ის მანქანით გადადგამს პირველ ნაბიჯებს ოკეანის გაღმა ერთ-ერთ პოპულარულ სარბოლო სერიაში. უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ფინელი მონაწილეობის მიიღებს პიკაპებით რბოლებში. იქ მას სავარაუდოდ, ბრაზილიელ ნელსინიო პიკესთან მოუწევს შეხვედრა. ამის შემდეგ სკანდინავიელი ავტომრბოლი პრესტიჟულობის მიხედვით მეორე კლასში - Nationwide Series-ში გადავა. სავარაუდოდ, ამას მოჰყვება ნასკარის ყველაზე პრესტიჟულ დივიზიონში ("სპრინტის თასი") გამოსვლა.
სწორედ ამ სერიაში ასპარეზობს ცნობილი კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია.

"მინდა საკუთარი ძალები მოვსინჯო ნასკარის სერიაში. ამ რბოლებს უკვე დიდი ხანია თვალს ვადევნებ და მოუთმენლად ველი ამერიკული შეჯიბრებების ატმოსფეროს შეგრძნებას", - აღნიშნა რაიკონენმა.

მიუხედავად ამისა, კიმი გააგრძელებს წელს რალის ჩემპიონატში გამოსვლას, რადგან მას რვა ეტაპში მონაწილეობაზე აქვს გაფორმებული კონტრაქტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული