ბაჰრეინს ყატარი შეცვლის?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პილოტების სავარაუდო გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ავსტრალიის გრანპრის წინ გავრცელდა. მაშინ "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ საჭეზე ღილაკების რიცხვის გაზრდამ და უსაფრთხოების საეჭვო დონემ, შესაძლოა, პილოტების აქტიური პროტესტი გამოიწვიოს. მას შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა, თანაც მაშინ "რედ ბულის" პილოტების გარდა ეს პრობლემა სერიოზულად არავინ აღიქვა.

მაგრამ ახლა, მალაიზიის გრანპრის წინ სიტუაცია განმეორდა - გერმანული Welt-ის მეშვეობით სებასტიან ფეტელმა ისევ დაიმუქრა სავარაუდო გაფიცვით...

"თუ სიტუაცია იმდენად გართულ
და, რომ ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და უკიდურეს შემთხვევაში, უარი ვთქვათ რბოლებში მონაწილეობაზე. თუმცა მანამდე უნდა ვცადოთ ავტოსპორტის ფედერაციასთან მოლაპარაკება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა.


* * *
ბოლო თვეებში ყატარის ტერიტორიაზე გრანპრის გამართვის იდეა არაერთხელ გაჟღერებულა პრესის ფურცლებზე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ავსტრალიის გრანპრის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ყატარი შეიძლება გახდეს მომავალში მელბურნის ეტაპის შემცვლელი. ამ თემაზე ჭორების ახალი ტალღა ბაჰრეინში პოლიტიკური კრიზისის შემდეგ აგორდა, რის გამოც გაუქმდა 2011 წლის სეზონის პირველი რბოლა.

ყატარი აქტიურად ცდილობს მსოფლიო სპორტულ საზოგადოებაში დამკვიდრებას. იქ აშენდა ლოსაილის თანამედროვე ავტოდრომი, რომელიც მოტოგრანპრის ეტაპებსა და სხვა სერიებს მასპინძლობს, თანაც აქ შესაძლებელია ხელოვნური განათების ქვეშ რბოლების ჩატარება.

თუ ბაჰრეინში სიტუაცია არ დაწყნარდა, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა ამ რეგიონში რბოლის შესანარჩუნებლად ყატარს მიმართავს. ამისთვის საჭირო თანხები არსებობს, ხოლო რამდენად აინტერესებთ ამ ქვეყანაში ფორმულა 1-ის გრანპრი, ამას ზაფხულში შევიტყობთ, როცა პილოტები სადემონსტრაციო რბოლას ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული