ღილაკებში დაკარგული რუბენს ბარიკელო

AutoSharing Option
ბრაზილიური პრესის ცნობით, "უილიამსის" ვეტერან პილოტს რუბენს ბარიკელოს სერიოზული პრობლემები შეექმნა ახალი ბოლიდის მართვისას. კერძოდ, ბრაზილიელი ავტომრბოლი ვერ გაერკვა თანამედროვე საჭეში, რომელიც მართვის ღილაკების სიმრავლით გამოირჩევა.

ჩემპიონატის პირველი ეტაპის დროს ბარიკელო არაერთხელ გადავარდა ტრასიდან, ბოლოს კი "მერსედესის" პილოტ ნიკო როსბერგს შეეჯახა, რისთვისაც სტიურდებისგან ჯარიმა მიიღო.

"ბარიკელოს ღილაკებთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ "ფერარიში" გამოსვლისას ჰქონდა. არადა, მაშინდელი საჭე თანამედროვესთან შედარებით გაცილებით მარტივია", - ამბობს გუნდთან დაახლოებული წყარო.

საერთოდ, ბევრი პილოტი ჩივის ბოლიდის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. საქმე ისაა, რომ წლევანდელი ბოლიდები
KERS-ის სისტემით და მართვადი უკანა ანტიფრით არის აღჭურვილი, მათი გააქტიურება კი სწორედ საჭეზე დამატებით ღილაკებზე თითის დაჭერით ხდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ ბარიკელო პენსიონერია ჯერ კიდევ როდის ამბობდა ფლა ვიბრიატორე
avtuko
21:02 09-04-2011
0

სიახლეები პოპულარული