მიუხედავად ამისა, სებასტიანი და "რედ ბული" მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ და ნებისმიერი გართულებისთვის მზად არიან...
- ვარაუდობდით, რომ პირველი ორი რბოლის შემდეგ ჩემპიონატის აშკარა ლიდერი გახდებოდით?
- კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვითარდება მოვლენები, მაგრამ მხოლოდ ორი ეტაპია გასული, ასე რომ, ჩემპიონობაზე ფიქრი ნაადრევია. რა თქმა უნდა, თითოეული მოპოვებული ქულა ძალიან
19-დან მხოლოდ ორი რბოლა მოვიგე და ტიტულისთვის ბრძოლაში დასკვნებს ჯერ ვერ გამოვიტანთ: წინ კიდევ 17 ეტაპია. მართალია, მათემატიკაში ძლიერი არ ვარ, მაგრამ თვლა ვიცი. მანქანის საიმედოობა ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, მით უმეტეს, რომ შარშან სეზონის ამ ფაზაში გარკვეული პრობლემები გვქონდა.
- თუ გავიხსენებთ თქვენს სიჩქარეს კვალიფიკაციაში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვარჯიშებისას არ ჩქარობთ მანქანის რეალური პოტენციალის გამოვლენას?
- შესაძლოა, თავიდან საქმე ისე კარგად არ წავიდა, როგორც კვალიფიკაციაში. თუმცა რეალურად მნიშვნელოვანი სწორედ შაბათის შედეგებია. კვალიფიკაციაში თავიდანვე ყველაფერი კარგად განვითარდა და მეთოდურად ვემზადებოდით საფინალო სწრაფი წრისთვის, რომელზეც მე საუკეთესო დრო ვაჩვენე. მაგრამ ბრძოლა მართლაც ძალიან დაძაბული იყო და ბუნებრივია, კმაყოფილი ვარ იმით, რომ პოულიდან ავიღე სტარტი.
- კვირას მაქსიმალურ შედეგს მიაღწიეთ. ბოლომდე კმაყოფილი ხართ რბოლის მსვლელობით?
- რა თქმა უნდა. როცა ყველაფერი ასე იდეალურად ვითარდება, უფრო დიდი სიამოვნების მიღება შეუძლებელია.. თუმცა რბოლა მართლაც რთული იყო. "მაკლარენის" პილოტები მუდმივად კვალში გვედგნენ, მაგრამ პირველი ნაწილის შემდეგ ოდნავ უკეთესად ვიმუშავეთ, ვიდრე მათ. ამით შესაძლებლობა მივიღეთ დავკვირვებოდით მეტოქის მოქმედებას, პიტსტოპებს, საბურავების არჩევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საბურავი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, რადგან მისი ცვეთის ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო და რთული გახლდათ იმის გამოთვლა, რამდენად შესაძლებელი იყო იერიშზე გადასვლა.
- ამბობენ, რომ "რედ ბული" რაღაც საიდუმლო ალფავიტს იყენებს: რბოლის შუაში ინჟინრებმა A გეგმიდან B-ზე გადასვლის ბრძანება მოგცეს. ეს რას ნიშნავს?
- ეს ჩვენი ერთ-ერთი ტაქტიკური სქემის კოდური აღნიშვნაა, მაგრამ რბოლის შემდეგაც არ მსურს ამაზე ლაპარაკი.
- რბოლამ იდეალურად ჩაიარა, მაგრამ პრობლემა წარმოიშვა KERS-ის სისტემასთან დაკავშირებით. რამდენად გაღელვებთ ეს საკითხი მომავალი რბოლის წინ?
- ასე ვთქვათ: დისტანციის დიდი ნაწილი სისტემა მწყობრში იყო, მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ გარკვეულ მომენტებში მისი გათიშვა მიწევდა.
მონაცემთა ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, რატომ მოგვიწია KERS-ის გათიშვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან რეკუპერაციის სისტემის გარეშე წრეებს გაცილებით ნელა გავდიოდით. მაგრამ ასეთი რბოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ KERS-მა სტარტზე იმუშაოს: ეჭვი მაქვს, რომ მის გარეშე ვერ შევძლებდი პირველ მოსახვევში ლიდერობის შენარჩუნებას. ამ შემთხვევაში რბოლა სულ სხვაგვარად განვითარდებოდა.
- რამდენად ძლიერი იყო პრესინგი "მაკლარენის" მხრიდან?
- ვფიქრობ, დისტანციის დასაწყისში ეს ზეწოლა უფრო იგრძნობდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ბოლო ნაწილი უკეთ გავიარეთ, რადგან ვაკონტროლებდით რბოლის მსვლელობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლუის ჰემილტონს პრობლემები შეექმნა.
შეიძლება სიტყვებით ეს მარტივად მოსჩანს, მაგრამ ასე არ არის. რბოლა რთული იყო. ჩვენ ისევ ბევრი ახალი გავიგეთ "პირელის" საბურავების შესახებ: აქამდე არ ვიცოდით რა მდგომარეობაში იქნებოდა საბურავი მაღალი ტემპერატურის პირობებში, მაგრამ ახლა გვაქვს ასეთი ინფორმაცია.
რა თქმა უნდა, ჩინეთში შემდეგი რბოლა შეიძლება სულ სხვანაირად წარიმართოს, ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
- როცა რბოლა სიცხის პირობებში მიმდინარეობს, ყოველთვის დგება საკითხი ფიზიკური ფორმის შესახებ. დატვირთვა მართლაც დიდი იყო?
- ფიზიკური დატვირთვების მხრივ, მალაიზიაში ერთ-ერთი ურთულესი რბოლა იმართება, რადგან აქ არა მარტო ცხელი, არამედ ნესტიანი კლიმატია. სუნთქვა ჭირს, განსაკუთრებით ბოქსებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს.
- ჩინეთის გრან-პრი ერთ კვირაშია. როგორ გაატარებთ დარჩენილ დღეებს?
- შეიძლება ვინმეს ჩემმა პასუხმა იმედი გაუცრუოს, მაგრამ რბოლის შემდეგ რაც შეიძლება მალე დაძინება მინდოდა. შანხაიში გამგზავრებამდე მცირე შვებულებას ავიღებ, შემდეგ ვარჯიშებს შევუდგები, ხოლო ხუთშაბათიდან ისევ ტრასაზე შევხვდებით ერთმანეთს.