"რედ ბულისგან" განსხვავებით, არც ისე წარმატებული სტარტი გამოუვიდა ჩემპიონატის მეორე ფავორიტს - "ფერარის". იტალიური საჯინიბოს წევრები ჯერ არ ასულან პოდიუმზე. ამის გამო, "სკუდერიას" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ უკვე უახლოეს პერიოდში გუნდმა, შესაძლოა, გადახედოს წლევანდელი ბოლიდის განვითარების პროგრამას.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩინეთის გრანპრისთვის მომზადებული ტექნიკური სიახლეები დადებით ეფექტს არ მოიტანენ.
"ვაანალიზებთ ყველა წვრილმანს იმის გასაგებად, რატომ არ იმუშავა განვითარების ამ ეტაპზე რამდენიმე ტექნიკურმა სიახლემ. იმედი მაქვს ჩინეთში ყველაფერი წესრიგში იქნება. ამ შემთხვევაში კურსს არ გადავუხვევთ. მაგრამ თუ განახლებებმა
ბევრი დრო არ გვაქვს. ჩინეთში მივემგზავრებით, სადაც უნდა გადავწყვიტოთ - გავაგრძელოთ მუშაობა ამჟამინდელ აეროდინამიკურ პაკეტზე თუ შევცვალოთ განვითარების კურსი", - ამბობს დომენიკალი.