ვარჯიშის პირველ ნაწილში ლიდერობა სწორედ "მაკლარენის" პილოტებმა მოიპოვეს, მაგრამ "რედ ბულის" წევრებმა მალე შეცვალეს ოქმის ზედა ნაწილი. ერთადერთი, რამაც მოქმედ ჩემპიონებს ხასიათი გაუფუჭა, სიცხის გამო ბოლო წუთებში ფეტელის ბოლიდზე აგრეგატის გადახურება
ისევ პრობლემებით დაიწყო გრანპრი "ლოტუს-რენოსთვის". მართალია, ნიკ ჰაიდფელდმა მეხუთე შედეგი აჩვენა, მაგრამ ერთ-ერთ წრეზე მეათე მოსახვევში მანქანა დაამტვრია, ვიტალი პეტროვი კი დიდი ხანი დარჩა ბოქსებში და საბოლოოდ, ნაკლები წრე გაიარა, ვიდრე სეზონის სხვა ლიდერებმა.
უნდა აღინიშნოს დებიუტანტ სერხიო პერესის მეშვიდე და ჰეიკი კოვალაინენის მე-14 ადგილი. საინტერესოა, რომ ვარჯიშების ყველა მონაწილე ჩაეტია საუკეთესო შედეგის 107 პროცენტში. სესიის დიდი ნაწილი გუნდები თავიანთ ტექნიკურ სიახლეებთან მუშაობდნენ, "ფერარიმ" ფლუორესცენტრული აეროდინამიკური საღებავიც კი გამოიყენა.
I პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 1:38.739 (23 წრე)
2. მარკ უებერი (რედ ბული) - +0,615 (27)
3. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +2,106 (21)
4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +2,201 (22)
5. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +2,248 (5)
6. ფელიპე მასა (ფერარი) - +2,307 (25)
7. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2,450 (20)
8. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2,483 (20)
9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2,492 (16)
10. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +2,589 (21)
11. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +2,622 (23)
12. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +2,695 (15)
13. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +2,755 (20)
14. ჰაიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +2,840 (13)
15. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +2,871 (18)
16. დანიელ რიკიარდო (ტორო როსო) - +3,013 (20)
17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +3,200 (25)
18. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +3,562 (23)
19. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +5,053 (20)
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +5,350 (20)
21. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +5,620 (18)
22. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5,699 (11)
23. ლაზია (ლოტუსი) - +5,803 (9)
24. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +6,280 (23)
* * *
მეორე პრაქტიკაზეც საუკეთესო დრო სებასტიან ფეტელს ჰქონდა. მაგრამ ამჯერად გერმანელის უპირატესობა მეტოქეებზე არა წამებით, არამედ წამის მეათედებით გამოიხატებოდა. ყველაზე ახლოს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან "მაკლარენისა" და "მერსედესის" პილოტები იყვნენ.
ამჯერად "რედ ბულის" წევრებმა ვარჯიში წრეების გრძელი სერიითა და საწვავის სავსე ავზებით დაიწყეს, ამიტომაც ფეტელისა და უებერის დრო დიდი ხანი მე-15 ადგილზე მაღლა არ ასულა. გერმანელმა ბოლოს მაინც გაიარა რამდენიმე სწრაფი წრე, ავსტრალიელი კი საერთოდ მე-10 ადგილზე დარჩა.
სწრაფი სვლით გაახარეს საკუთარი გულშემატკივრები ნიკო როსბერგმა და მიხაელ შუმახერმა. ეს გერმანული დუეტი დიდი ხანი სათავეში ედგა ოქმს.
ამ საათნახევარში ყველაზე სერიოზული ავარია ნიკ ჰაიდფელდს შეემთხვა - პირველ მოსახვევში გერმანელმა მანქანა ვერ დაიმორჩილა, უსაფრთხოების ზონას გასცდა და ბარიერს შეეხო, თუმცა შეძლო ტრასაზე დაბრუნება.
იყო ტექნიკური პრობლემებიც - პოლ დი რესტა საერთოდ არ გასულა ტრასაზე, ლიუციმ მხოლოდ ორი წრე გაიარა, სესიის მეორე ნახევარი გაატარა ბოქსებში გლოკმა, ხოლო ფერნანდო ალონსოს მანქანაზე ვერ აღადგინეს უკანა მოძრავი ანტიფრთის მუშაობა და ესპანელი ტრასაზე ამ სისტემის გარეშე გავიდა.
II პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 1:37.688 (34)
2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0,166 (22)
3. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) -+0,247 (31)
4. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0,255 (34)
5. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0,417 (29)
6. ფელიპე მასა (ფერარი) - +0,819 (36)
7. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1,047 (35)
8. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +1,117 (26)
9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +1,171 (31)
10. მარკ უებერი (რედ ბული) - +1,639 (33)
11. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1,850 (33)
12. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +1,979 (37)
13. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +2,083 (18)
14. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +2,091 (17)
15. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2,140 (25)
16. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2,237 (32)
17. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2,265 (30)
18. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +2,788 (30)
19. იარნო ტრული (ლოტუსი) - +3,794 (32)
20. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +5,214 (25)
21. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6,162 (3)
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +6,320 (35)
23. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +7,059 (12)