2007 წელს ბრიტანული საჯინიბოს რიგებში დებიუტის შემდეგ ლუისმა 14 რბოლის მოგება შეძლო. გუნდი და პილოტი მუდმივად ეფიცებოდნენ ერთმანეთს ერთგულებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ იდეალურ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.
ბრიტანელმა ცხადად მიანიშნა ყველას, რომ არ დარჩება "მაკლარენში", თუ გუნდი მას საჩემპიონო ბოლიდს არ მოუმზადებს. შანხაის ავტოდრომის პადოკში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა განაცხადა: "მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების გ
კითხვაზე - აქვს თუ არა "მაკლარენის" მიმართ მის ერთგულებას საზღვარი - ჰემილტონმა უპასუხა: "დიახ, ასეთი ზღვარი არსებობს. მე ყოველთვის მომწონდა აქ გამოსვლა და ვისურვებდი თანამშრომლობის გაგრძელებას, მაგრამ უნდა შევხედო - რომელ ადგილზე დავასრულებთ ამ სეზონს. ამის შემდეგ გავაკეთებ დასკვნებს".
ჰემილტონის მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს იწურება. ახლა ლუისი და მისი ახალი მენეჯერები პილოტის კარიერის განვითარების ვარიანტებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ხშირად იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "რედ ბული" სებასტიან ფეტელისა და ჰემილტონის სუპერწყვილის შექმნას აპირებს.