ბრიტანული ჟურნალი "ავტოსპორტი" ბრაზილიელი ფელიპე მასას მომავალი კარიერის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მასა და მისი მენეჯერი ნიკოლა ტოდტი 2012 წლის სეზონისთვის სხვადასხვა გუნდთან კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჭორების მიხედვით, "ფერარი" წინააღმდეგი არ არის ბრაზილიელის გაშვებაზე და მასას ახალ გუნდად სულ უფრო ხშირად "ლოტუს-რენო" სახელდება.
"ლოტუს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი და თანამფლობელი დენი ბაჰარი ადრე მასასთან ერთად "ფერარიში" მუშაობდა და სურვილი აქვს ბრაზილიელთან ახალ გუნდში გააგრძელოს თანამშრომლობა. აშკარაა ინტერესი ფელიპეს მხრიდან - "ლოტუს რენოს" მანქანები წელს საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან. რობერტ
რაც შეეხება მასას შემცვლელს "ფერარიში", ამ ეტაპზე სახელდება მარკ უებერისა და სერხიო პერესის გვარები. საბოლოოდ ეს საკითხი სეზონის შუაში გაირკვევა.