"ყველაფერი მოსალოდნელია. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს "ფერარის" ბოლიდის საჭესთან აღმოვჩნდე?!", - მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები La Stampa-ს.
ამასობაში, მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ Castrol-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. წინა კვირისგან განსხვავებით საუკეთესო ათეულში სერიოზული ცვლილება მოხდა - ჰემილტონმა, რომელიც ბოლო დროს ნელნელა უახლოვდებოდა ფერნანდო ალონსოს, შანხაიში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შეძლო ესპანელის უკან ჩამოტოვება.
გარდა ამისა, ორი პოზიციით დაქვეითდა რალიში მსოფლიოს მოქმედი
თავიანთი პოზიციები გაიუმჯობესეს გასული უქმეების სხვა გმირებმა - ფელიპე მასამ, სებასტიან ოჟიემ და იარი-მატი ლატვალამ. სულ უფრო ახლოვდება ლიდერებს მიხაელ შუმახერი - ჯერჯერობით გერმანელი 26-ე ადგილზეა. გასულ კვირას ძირითადად პოზიციებს ამ კლასიფიკაციაში ამერიკული სერიის მონაწილეები კარგავდნენ.
ახალი რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 25 805
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 803
3. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 20 258
4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 981
5. ს. ლოები (რალი) 19 492
6. უ. პაუერი (IndyCar) 17 966
7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 239
8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 701
9. კ. ედვარდსი (NASCAR) 15 907
10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 788