ბერნი გვემშვიდობება?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ყველას მიანიშნა, რომ მზად არის თანამდებობიდან წასასვლელად, თუ რუპერტ მერდოკის მედია-ჯგუფი მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინანსურ კონტროლს, - წერს ლონდონური გაზეთი "სანდი თაიმსი".

სულ ცოტა ხნის წინ 80 წლის ექლსტოუნი გამორიცხავდა ფორმულა 1-დან წასვლას, მაგრამ დღეს ის სხვანაირად ლაპარაკობს: "საკმარისად მოხუცი ვარ და შეიძლება პენსიაში გავიდე. უნდა დავრწმუნდე იმაში, რომ ფორმულა 1-ის ახალი მეპატრონეები - ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ვისურვებდი მუშაობას და რომლებსაც ჩემთან ურთიერთობის სურვილი ექნებათ".

სააგენტო "როიტერი" სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს,
რომ მერდოკის კომპანიამ News Corporation-მა წინასწარი მოლაპარაკებები გამართა მექსიკელ მილიარდერ კარლოს სლიმთან და სპორტული მანქანების მწარმოებელი უცნობ კომანიასთან კონსორციუმის შესაძლო ჩამოყალიბების შესახებ. სწორედ ამ
სამეულმა უნდა მოიპოვოს კონტროლი ფორმულა 1-ის სერიაზე.

ადრე ბრიტანულ პრესაში ისიც დაიწერა, რომ ფორმულა 1-ის ამჟამინდელი მფლობელი - საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners სტრატეგიული გეგმის გადახედვით არის დაკავებული და არ გამორიცხავს ფორმულა 1-ის აქციათა გასხვისებას.

News Corporation ამ გარიგების ერთ-ერთი პოტენციური პარტნიორია, მაგრამ მისი განხორციელება მერდოკის ჯგუფს გაუჭირდება, რადგან ბევრი მხარის ეკონომიკური ინტერესებია გასათვალისწინებელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული