- ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ ასე დიდი ხანი არ გამოვედი კავშირზე, მაგრამ მერჩივნა იმ მომენტს დავლოდებოდი, როცა მხოლოდ კარგ ამბებს შეგატყობინებიდით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც თებერვალში მომხდარი ავარიის შემდეგ გვერდში დამიდგნენ. მათ ამავსეს წერილებითა და საჩუქრებით და ეს ნაკადი დღემდე არ წყდება. ასევე მადლობას
- იმ საშინელი ავარიის შემდეგ 10 კვირა გავიდა. როგორ გრძნობთ თავს?
- მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. აღდგენითი პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს: წონაში ვიმატებ და სულ უფრო ძლიერი ვხდები. ამიტომაც მიშვებენ ჰოსპიტალიდან.
- რამდენად გემორჩილებათ დაზიანებული ხელი?
- ხელის მოძრაობა შეზღუდულია, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია მოცემულ მომენტში, რადგან ხელის კუნთები ხანგრძლივი უმოქმედობის გამო ჯერჯერობით ძალიან სუსტია. ცალსახაა, რომ სიტუაცია ყოველდღე უკეთესი ხდება.
- შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ რეაბილიტაციის პროცესის შესახებ?
- საავადმყოფოდან შინ მონაკოში გავემგზავრები და ცოტა ხანი დავისვენებ. შემდეგ იტალიაში ექიმ ჩეკარელის ვეწვევი, სადაც დავიწყებ კიდეც რეაბილიტაციის ფართო კურსს და ვარჯიშების მსუბუქ მოსამზადებელ პროგრამას. შემუშავებულია ორი პარალელური კურსი, რათა დაჩქარდეს ჩემი მწყობრში ჩადგომა.
- გულშემატკივრებმა რთულად გადაიტანეს მომხდარი, იყო ბევრი გამოხმაურება. რამდენად გეხმარებათ აღდგენაში მათი მხარდაჭერა?
- უნდა ვაღიარო, რომ მხარდაჭერა მართლაც ფანტასტიკური იყო. გაოცებული ვიყავი. დიახ, ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება. არც კი მეგონა თუ ამდენი გულშემატკივარი მყავდა. ამაყი ვარ ამით და ვპირდები ყველას, რომ დაბრუნების შემდეგ მათთვის მაქსიმალურად დავიხარჯები.
- "ლოტუს-რენოსთან" კავშირი მუდმივად გქონდათ?
- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით სეზონის სტარტის შემდეგ: მუდმივი კავშირი მაქვს ჩემს ინჟინრებთან და ისინი ინფორმაციას მაწვდიან სარბოლო უქმეების შესახებ. რბოლის ანგარიშებს ვიღებ, ასე რომ, სრულად ინფორმირებული გახლავართ - თითქოს მე ვიყავი გასული ტრასაზე. გუნდის შეფი ერიკ ბულიეც მუდმივად მიკავშირდება და ახალ ინფორმაციას იღებს ჩემი მდგომარეობის შესახებ.
- რბოლებს თუ ადევნებთ თვალს? რა შეგიძლიათ თქვათ ახალ სეზონსა და "ლოტუს-რენოს" გამოსვლაზე?
- დიახ, სამივე ეტაპს ვუყურე. სეზონი მართლაც ფანტასტიკურად დაიწყო. ჩვენი მანქანის პოტენციალი დადასტურდა. მე ამაში ვალენსიას ტრასაზე ჩატარებული ტესტების დროს დავრწმუნდი. ახლა მნიშვნელოვანია ბაზაზე მუდმივი ტექნიკური განახლება, რათა შეძინარჩუნოთ მიღწეული შედეგები. ყველამ უდიდესი სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, წინსვლა გაგრძელდება.
- ბოლოს რა შეგიძლიათ უთხრათ თქვენს გულშემატკივრებს?
- დატკბით ფორმულა 1-ის შოუთი, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ დროებით არ გამოვდივარ. რაც შემეხება მე, შევეცდები გამოვიყენო ჩემი რთული ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა უფრო ძლიერი დავუბრუნდე ტრასას.