გერმანელი არასოდეს ყოფილა შემჩნეული ორბორბლიანი ტექნიკისადმი სიყვარულში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, "რედ ბულის" პილოტი უბრალოდ საიდუმლოდ ინახავდა ამ გატაცებას. ჩინეთისა და თურქეთის ეტაპებს შორის შესვენებისას ფეტელი ქალაქ ჰოკენჰაიმს ეწვია. სწორედ აქ მდებარეობს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი ატელიე, სადაც შეკვეთით ამზადებენ ბაიკებს.
მისმა მფლობელმა მარკუს ვალცმა ამასწინ წარადგინა მორიგი მოდელი - Avalanche, რომელსაც მძლავრი ძრავა და ექვსსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. სწორედ ამ მოტომ მიიპყრო ფეტელის ყურადღება. ამის შემდეგ ატელიეში
მუშაობა. ის სექტემბრისთვის იქნება მზად.
მარკუს ვალცის კომპანიაში ფორმულა 1-ის პილოტის სტუმრობა პირველი არ არის - რამდენიმე წლის წინ აქ ააწყვეს მონსტრ-ბრაიკი ფინელი კიმი რაიკონენისთვის.