ბრაზილიელის ადგილზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად "მერსედესის" პილოტ ნიკო როსბერგს ასახელებენ.
მასამ, რომელიც "ფერარიში" კარგად გამოიყურებოდა მიხაელ შუმახერისა და კიმი რაიკონენის მხარდამხარ, შარშან აშკარად ვერ შეძლო ფერნანდო ალონსოსთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. ამ სეზონშიც საქმეები მაინც და მაინც კარგად არ მიდის. მართალია, ბოლო ორ რბოლაში მან პარტნიორზე მაღალი პოზიცია დაიკავა, მაგრამ
გასაკვირი არ არის, რომ ასეთი სიტუაციით გუნდში უკმაყოფილონი არიან. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში მარანელოში ისწავლეს ლიდერზე ნაყოფიერი მუშაობა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როცა გუნდს აღარ ჰყავს საუკეთესო მანქანა, ორი ერთნაირად სწრაფი პილოტისგან უფრო მეტი სარგებლობა იქნებოდა. თავდაპირველად მასას შემცვლელად რობერტ კუბიცას ასახელებდნენ, მაგრამ დღემდე არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა საშინელი ავარიის შემდეგ პოლონელი კარიერის გაგრძელებას.
ამიტომაც წარმოიშვა როსბერგის მიმართ ინტერესი - ამის შესახებ Autosprint-ის ჟურნალისტები წერენ. თუმცა ამ მომენტისთვის გერმანელს კონტრაქტი აკავშირებს "მერსედესთან", რომელიც 2012 წლის ბოლომდეა ძალაში და ნაკლებად სავარაუდოა გერმანულმა საჯინიბომ გაუშვას ნიჭიერი პილოტი, რომელიც აგერ უკვე წელიწადნახევარია თვით მიხაელ შუმახერზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს.