საინტერესო იყო ამ ჭორის შესახებ "სამეფო რბოლების" ფაქტობრივი მფლობელის ბერნი ექლსტოუნის რეაქცია. თავდაპირველად მან შორს დაიჭირა თავი ამ იდეისგან, თუმცა რამდენიმე დღეში აღიარა, რომ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია.
ამასობაში, ტელეკომპანია Sky-მ მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: მერდოკი ანიელების იტალიურ კლანს შეეკრა და ფონდ CVC Capital Partners-ის შეძენას აპირებს. სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნის კომპანია Delta Topco-ის 63 პროცენტი. Delta Topco კი თავის მხრივ, ფორმულა
კომპანია News Corporation, რომლის მფლობელია მერდოკი და იტალიური საინვესტიციო ფირმა Exor, რომელსაც FIAT-ის პრეზიდენტი ჯონ ელკანი განაგებს, ფინანსურ ოპერაციას ამზადებენ. მიზანი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სერიაზე კონტროლის დაწესებაა.
"ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Exor და გლობალური მედია-ჯგუფი News Corporation ადასტურებენ კონსორციუმის სავარაუდო შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ფორმულა 1-ის მრავალწლიანი განვითარების პროგრამა, - წერია ოფიციალურ განცხადებაში. - უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში Exor და News Corporation გამართავენ მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან და სპორტის წამყვან პერსონებთან. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, მიგვიყვანს თუ არა ეს ფორმულა 1-ის ამჟამინდელ მფლობელებთან დიალოგამდე".
ბრიტანელი ჟურნალისტი ადამ კუპერი ვარაუდობს, რომ Exor-სა და News Corporation-ს, შესაძლოა შეუერთდეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სარბოლო პროექტებს.