სებასტიან ფეტელმა ბოლიდი დაამტვრია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ლიდერმა ინდივიდუალურ ჩათვლაში, "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა თურქეთის გრან პრიზე პირველი თავისუფალი რბოლის დასრულება ბოლიდის დამტვრევის გამო ვერ შეძლო. გერმანელმა ერთ-ერთ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა.

"მოსახვევიდან გამოსასვლელთან გუბე იდგა. ამის წინააღმდეგ ევრაფერი გავაწყვე", - თქვა ფეტელმა.

თურქეთის გრან პრიზე პირველი თავისუფალი რბოლა ”ფერარის” პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიგო.


მომზადებულია AP-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული