"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ პილოტთან, რომელიც გამარჯვებულის მენტალიტეტს მაშინაც კი ავლენს, როდესაც რთულ სიტუაციაშია, - განაცხადა "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ. – ფერნანდოს, როგორც პროფესიონალური, ისე პიროვნული, ყველა აუცილებელი თვისება აქვს, რათა "ფერარის" ისტორიაში ლიდერის როლი ითამაშოს და ვიმედოვნებ, რომ ის მას გამარჯვებებით გაამდიდრებს".
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავი ფერნანდო ალონსომაც გამოიდო: "ბედნიერი ვარ, რომ "ფერარისთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე. ამ
ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ "ფორმულა 1"-ში კარიერას სწორედ ამ გუნდში დავასრულებ".