უებერის დუბლი

AutoSharing Option
პარასკევს ორი თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნა ესპანეთის გრანპრი. გუშინდელი ორივე ვარჯიში "რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა მოიგო. ორჯერ შეაღწია სამეულში ავსტრალიელის თანაგუნდელმა და ჩემპიონატის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა, თითოჯერ - ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი") და ნიკო როსბერგმა ("მერსედესი").

პირველმა პრაქტიკამ მშვიდ რითმში ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე. პილოტები სხვადასხვა პროგრამით მოქმედებდნენ. პირველი ჩასათვლელი დრო ფელიპე მასამ ("ფერარი") დააფიქსირა, მაგრამ ერთ წუთში ის "მერსედესის" ორივე პილოტმა ჩამოაქვეითა. თუმცა ჰემილტონისა და ჯენსონ ბატონის დრო მოკრძალებული იყო - მათ 1:33-დან გამოსვლა ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, სესიის
ბოლოს ეს დრო შესამჩნევად გაუმჯობესდა.

პირველი ადგილისთვის ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. მარკ უებერმა თავიდანვე აჩვენა კარგი დრო და მისი გაუმჯობესება ვერავინ მოახერხა. უფრო მეტიც, ფეტელი, რომელმაც მეორე დრო დააფიქსირა, თანაგუნდელს წამზე მეტით ჩამორჩა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ უებერმა თავისი საუკეთესო წრე ოთხ წამით ნელა გაიარა, ვიდრე შარშანდელ პირველ პრაქტიკაზე ეს ლუის ჰემილტონმა გააკეთა. ეს კიდევ ერთხედ ადასტურებს იმას, რომ გუშინდელი პრაქტიკა შორს იყო იდეალურისგან.

პირველ სესიაში ერთადერთი გამოსარჩევი მოვლენა იყო პასტორ მალდონადოს ("უილიამსი") გავარდნა. ვენესუელელმა მე-12 მოსახვევში ვერ დაიმორჩილა მანქანა და ტრასის მიღმა აღმოჩნდა. მანქანა დიდად არ დაზარალებულა, მაგრამ პასტორმა ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. "უილიამსს" სასიამოვნო ამბავიც ჰქონდა - რუბენს ბარიკელომ მეათე ადგილი დაიკავა, რაც ცუდი არ არის ბრიტანული საჯინიბოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.

აუთსაიდერებმა მათთვის მოულოდნელი შედეგები აჩვენეს. აქ ძალიან დიდი სიმჭიდროვე იყო და მხოლოდ კოვალაინენმა გაუსწრო ამ ჯგუფს. უფრო მეტიც, ფინელს პრაქტიკულად არაფერი წაუგია ალგერსუარისა და კობაიაშისთვის.

I პრაქტიკა
1. მარკ უებერი (რედ ბული) - 1:25.142 (27 წრე)
2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +1.007 (20)
3. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1.237 (29)
4. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +1.338 (27)
5. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +1.596 (26)
6. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +1.846 (19)
7. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +1.874 (32)
8. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +1.990 (21)
9. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +1.996 (22)
10. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2.070 (20)
11. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2.099 (22)
12. დანიელ რიკიარდო (ტორო როსო) - +2.329 (23)
13. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2.863 (11)
14. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +2.885 (26)
15. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +3.021 (22)
16. ფელიპე მასა (ფერარი) - +3.512 (28)
17. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +3.677 (23)
18. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +3.853 (9)
19. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +4.089 (21)
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +5.754 (18)
21. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +6.093 (24)
22. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6.126 (23)
23. იარნო ტრული (ლოტუსი) - +6.276 (12)
24. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +6.964 (25)


* * *
მეორე პრაქტიკა, ისევე როგორც პირველი, მშვიდ რითმში განვითარდა, თუმცა წრეზე დროები შესამჩნევად გაუმჯობესდა. ამის მიზეზი გახდა სამწამიანი სხვაობა ხისტ ("ჰარდი") და რბილ ("სოფტი") საბურავებს შორის.

სესიის პირველი წუთები პილოტებმა ისევ "ჰარდის" საბურავებით დაიწყეს და ლიდერობა ხელთ იგდო ლუის ჰემილტონმა. მან წრე წუთსა და 25,2 წამში გაიარა, თუმცა ბრიტანელი ვერ ჩაითვლებოდა ფავორიტად, რადგან იმ მომენტში "რედ ბულის" პილოტები სარბოლო მახასიათებლებზე მუშაობდნენ - ისინი სამი-ოთხი წამით ჩამორჩნენ ლუისს. თუმცა შემდეგ სურათი შეიცვალა.

"სოფტზე" გადასვლის შემდეგ პილოტებმა შესამჩნევად გაზარდეს ტემპი. უებერი ისევ ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა - მისი მაჩვენებელი იყო წუთი და 22,4 წამი. სხვათა შორის, კომპანია "პირელიმ" წარმატებით იმუშავა საბურავების გამძლეობის გაუმჯობესებაზე - პილოტებმა ერთი კომპლექტით ბევრი წრე გაიარეს, თუმცა ყოველ წრეზე დროს კარგავდნენ.

პრაქტიკულად სესიის ბოლომდე ინარჩუნებდა მეორე ადგილს სებასტიან ფეტელი, მაგრამ ჰემილტონმა მოასწრო "რედ ბუდის" წყვილს შორის მოქცევა. ბრიტანელმა სწრაფი წრეების სერია სესიის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიარა და პრაქტიკულად დაეწია უებერს - ლუისს სულ რაღაც ოთხი მეასედი წამი არ ეყო პირველ ადგილზე გასასვლელად. ბატონსაც იგივე ტაქტიკა ჰქონდა, მაგრამ მას მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის ეყო სისწრაფე.

მოულოდნელობებიდან უნდა აღვნიშნოთ "ფორს ინდიას" სუსტი სესია. ეს გუნდი აუთსაიდერთა რიგებში ჩაეწერა. ნამდვილ აუთსაიდერებს შორის კი სიმშვიდე იყო: "ლოტუსმა" დამაჯერებლად მოიგო "მაჩანჩალების" მინი-ტურნირი, HRT-მ კი ვერ შეძლო "ვირჯინისთვის" კონკურენციის გაწევა.

II პრაქტიკა
1. მარკ უებერი (რედ ბული) - 1:22.470 (35 წრე)
2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0.039 (27)
3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0.356 (37)
4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) -+0.718 (32)
5. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +1.098 (34)
6. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1.116 (35)
7. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +1.511 (30)
8. ფელიპე მასა (ფერარი) - +1.808 (30)
9. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1.820 (33)
10. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +1.896 (31)
11. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2.013 (38)
12. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2.316 (43)
13. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +2.826 (33)
14. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2.833 (38)
15. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2.987 (34)
16. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +3.133 (43)
17. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +3.603 (32)
18. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +3.947 (37)
19. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +4.653 (20)
20. იარნო ტრული (ლოტუსი) - +4.719 (34)
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +5.566 (36)
22. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5.592 (28)
23. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +6.999 (28)
24. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +7.006 (31)
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც ბიჭებო კარი მიგიგნიათ სად არის
kaxa
12:30 22-01-2019
3

სიახლეები პოპულარული